Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 ადამიანი დაშავდა თბილისში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად


7 ადამიანი დაშავდა თბილისში, ნუცუბიძის პირველ მიკრორაიონში მომხდარი აფეთქების შედეგად. ყველა მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. აფეთქება მოხდა საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულის იმ ნაწილში, სადაც სტამბა და საკანცელარიო მაღაზია მდებარეობს. აფეთქების შედეგად ნაწილობრივ დაინგრაორივე დაწესებულება. წინასწარი ინფორმაციით, შენობაში გაზის ბალონი აფეთქდა.

XS
SM
MD
LG