Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელმა ქურთებმა ცალკე ფედერალური რეგიონი გამოაცხადეს


სირიელი ქურთების ლიდერებმა ჩრდილოეთ სირიაში გამოაცხადეს ცალკე ფედერალური რეგიონი, რაც მეყსეულად დაგმეს როგორც სირიის ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციურმა კოალიციამ. განცხადება დამოუკიდებელი ფედერალური რეგიონის შესახებ მიიღეს 17 მარტს ქალაქ რმელინში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ქურთების, არაბებისა და თურქმენების ლიდერები მონაწილეობდნენ. სირიელი ქურთების პოლიტიკურმა ჯგუფებმა ეს გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც მათ უარი უთხრეს მონაწილეობაზე ჟენევის მოლაპარაკებაში, რომელზეც სირიის მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. სირიის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, ქურთების მიერ ცალკეული ფედერალური რეგიონის გამოცხადება უკანონოა და ხელყოფს სირიის ტერიტორიულ მთლიანობას. თავის მხრივ სირიის ოპოზიციურმა კოალიციამ „სირიელი ხალხის ნების უზურპაცია“ უწოდა რეგიონის ადმინისტრაციის უკანონო ფორმირებას.

XS
SM
MD
LG