Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამების ტაძრის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა


სამების საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა. საინფორმაციო საშუალებები საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობებზე დაუყრდნობით იუწყებიან, რომ შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა და ადგილზე ათი სახანძრო მანქანაა მივლენილი. „ინტერპრესნიუსი“ თავის კორესპონდენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზების რამდენიმე ვერსია არსებობს, მათ შორის ვარაუდები, რომ ცეცხლი ელექტროკაბელებს ან სტამბას გაუჩნდა.

XS
SM
MD
LG