Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ისტორიული ვიზიტით ჩადის კუბაში


აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, 20 მარტს ისტორიულ ვიზიტს იწყებს კუბაში. ის ჰავანაში ჩავა და კუბაში 48 საათს დაჰყოფს. ობამამ 15 თვის წინ შეცვალა აშშ-ის მიერ კუბასთან მიმართებით ნახევარ საუკუნეზე მეტხანს გატარებული პოლიტიკა და კავშირების აღდგენა დაიწყო ამ ცივი ომის დროინდელ, ყოფილ მეტოქესთან. თეთრი სახლის განცხადებით, ფიდელ კასტროს 1959 წლის რევოლუციის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი წარმოადგენს ნაბიჯს, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს აშშ-ის ემბარგოს პირობებში მცხოვრები კუბელი ხალხის მდგომარეობა. ობამა შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ რაულ კასტროსთან და პოლიტიკურ დისიდენტებთან. თეთრი სახლის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ ობამა არ უნდა წარმოჩინდეს ისე, თითქოს უგულებელყოფდეს პოზიციების ღრმა და კვლავ არსებულ სხვადასხვაობას. პრეზიდენტის განცხადებებს ყურადღებით დააკვირდებიან იმის დასადგენად, რამდენად მტკიცედ მოითხოვს ის ჰავანის მთავრობისგან რეფორმების გატარების პირობის შესრულებას.

XS
SM
MD
LG