Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლემ სავჩენკოს მიერ ჩადენილ „განზრახ მკვლელობაზე“ გაამახვილა ყურადღება


რუსეთის როსტოვის ოლქის დონეცკის საქალაქო სასამართლოში, სადაც დღეს დაიწყო განაჩენის გამოცხადება უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს საქმეზე, სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარემ ლეონიდ სტეპანანეკომ აღნიშნა, რომ განსასჯელმა „სიძულვილისა და მტრობის მოტივით“ წინასწარგანზრახვით ჩაიდინა ორი ჟურნალისტის მკვლელობა. სავჩენკოს ბრალად ედება მონაწილეობა ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ლუგანსკთან, 2014 წლის ზაფხულში. 21 მარტს სასამართლოში შესვენების შემდეგ არ შეუშვეს უკრაინის დელეგაცია.როგორც დელეგაციის წევრი, უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სვიატოსლავ ცეგოლკო იუწყება, დარბაზში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე აღარ შეუშვეს აღარც თავად ის, და არც უკრაინის პარლამენტის დეპუტატები. შესვენებამდე ცეგოლკო გააფრთხილეს იმისთვის, რომ მან ფოტოს გადაღება სცადა.ვარაუდობენ, რომ განაჩენის კითხვა ორ დღეს გასტანს და სასჯელს სასამართლო სხდომის ბოლოს გამოაცხადებს.

XS
SM
MD
LG