Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამიაშვილი: "რუსეთს, შასაძლოა, აღარავინ დარჩეს რიო-დე-ჟანეიროში გასაგზავნი"


რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, მიხეილ მამიაშვილის განცხადებით, ამ ქვეყნის მოჭიდავეებმა, შესაძლოა, მონაწილეობა ვერ მიიღონ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებში დოპინგის გამოყენების ათობით შემთხვევის გამო. „დოპინგის ეპიდემია ნამდვილი კატასტროფააო, თქვა მამიაშვილმა და დასძინა, ოლიმპიადაზე გასაგზავნი შეიძლება აღარავინ დაგვრჩესო. 1 იანვრიდან მოყოლებული, რუსეთის სპორტსმენებს შორის გამოვლინდა დოპინგის მოხმარების 16 შემთხვევა. მათ შორის ყველაზე გახმაურებული იყო ჩოგბურთელ მარია შარაპოვას შემთხვევა.

XS
SM
MD
LG