Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოს ლიდერები თანაგრძნობას უცხადებენ ბელგიას


მსოფლიოს ლიდერები თანაგრძნობას უცხადებენ ბელგიას და გამოთქვამენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას თქმით, „მომხდარი კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ მსოფლიო ერთიანი უნდა იყოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.“ ყველაფერს ვიღონებთ ჩვენი მეგობარი და მოკავშირე ბელგიის დასახმარებლადო, დასძინა ობამამ ბელგიელი ხალხისადმი მიმართვაში. შეერთებული შტატები ბრიუსელში ექსპერტთა საგანგებო ჯგუფის გაგზავნას გეგმავს. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, ბელგიას გამოძიების პროცესში დაეხმაროს. ბრიუსელში მომხდარი თავდასხმები მკაცრად დაგმო გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ დამნაშავეები დროულად და საკადრისად დაისჯებიან. პარიზში ბელგიის საელჩოს ეწვია და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა. ბელგიის მთავრობასა და ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც.

XS
SM
MD
LG