Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჩუკი ქარდავა საარჩევნო გარემოზე


ბაჩუკი ქარდავა საარჩევნო გარემოზე
please wait

No media source currently available

0:00 0:37:56 0:00

24 მარტს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ბაჩუკი ქარდავა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე. მან ილაპარაკა საარჩევნო საკითხების შესათანხმებლად წამოწყებულ მორიგ პროცესზე, რომელმაც სტარტი 23 მარტს აიღო. ბაჩუკი ქარდავამ ილაპარაკა ინტერპარტიული ჯგუფის მიერ წარდგენილ წინადადებებზე და აღნიშნა, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხი ამ ჯგუფისთვის ცენტრალურ საკითხად რჩება. "დილის საუბრების" რესპონდენტმა ილაპარაკა ალტერნატიულ ვარიანტზეც - ე.წ. "გერმანულ მოდელზე", რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო სისტემის ნაწილობრივ რეფორმირებას 2016 წლის არჩევნებისთვისვე. ბაჩუკი ქარდავამ ყურადღება გაამახვილა არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხზე, რაც მისი აზრით, არსებული საარჩევნო სისტემის პირობებში იჩენს თავს საარჩევნო დღის შემდეგ.

XS
SM
MD
LG