Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადოვან კარაჯიჩს გაეროს ტრიბუნალი დღეს განაჩენს გამოუტანს


გაეროს ტრიბუნალი ემზადება განაჩენის გამოსაცხადებლად, რომელმაც უნდა დაადგინოს არის თუ არა დამნაშავე ბოსნიელ სერბთა ლიდერი რადოვან კარაჯიჩი გენოციდსა და სხვა სამხედრო დანაშაულთა ჩადენაში, რასაც 1990 - იანი წლების ბოსნიის ომის დროს ჰქონდა ადგილი. ჰააგაში მდებარე ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალმა, 497 დღიანი სასამართლო პროცესის შემდეგ 24 მარტს უნდა გამოაცხადოს ვერდიქტი. კარაჯიჩს, რომელიც თვითონ იცავს თავს, 11 ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორს სრებრენიცის გენოციდი 1995 წელს. თავის დასაცავ, წერილობით განცხადებაში, კარაჯიჩი თვლის, რომ ის არ უნდა დაისაჯოს. თუმცა მორალურ პასუხიმგებლობას, როგორც ბოსნიელი სერბების ლიდერი ომის პერიოდში, აღიარებს. ბრალდებას სურს, რომ კარაჯიჩს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ.

XS
SM
MD
LG