Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადოვან კარაჯიჩს 40 წლით პატიმრობა მიესაჯა


გაეროს საერთაშორისო ტრიბუნალმა 40 წლით პატიმრობა მიუსაჯა ბოსნიელ სერბთა ყოფილ ლიდერს რადოვან კარაჯიჩს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო გენოციდისა და რამდენიმე სასტიკი სამხედრო დანაშაულის ორგანიზებაში. ყოფილი იუგოსლავიის საქმეზე სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა დადასტურებულად მიიჩნია კარაჯიჩისათვის პროკურატურის მიერ წარდგენილი 11-იდან 10 ბრალდება, მათ შორის სრებრენიცის გენოციდში მონაწილეობა და 1992-1995 წლის ომის დროს მოწყობილი ხოცვა-ჟლეტა, რასაც 100 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 70 წლის კარაჯიჩი ყველაზე მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურაა, რომელიც ტრიბუნალმა გაასამართლა. ყოფილი იუგოსლავიის საქმეზე სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის ასევე იძიებს ბოსნიელ სერბთა კიდევ ერთი ყოფილი სამხედრო ლიდერის რატკო მლადიჩის დანაშაულს. გენერალ მადიჩის საქმეზე სასამართლომ განაჩენი 2017 წელს უნდა გამოაცხადოს.

XS
SM
MD
LG