Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 65-მდე გაიზარდა


65-მდე გაიზარდა აღმოსავლეთ პაკისტანის ქალაქ ლაჰორის ცენტრალურ პარკში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. აფეთქება, რომელზეც პასუხისმგებლობა არავის აუღია, იმ დროს მოხდა, როდესაც პარკში შეკრებილი ქრისტიანები აღდგომას ზეიმობდნენ. პოლიცია ვერ ამბობს, იყო თუ არა ქალაქში მცხოვრები მცირერიცხოვანი ქრისტიანული თემი თავდასხმის მთავარი სამიზნე. ლაჰორი პაკისტანის ყველაზე უფრო ხალხმრავალი პროვინციის პენჯაბის დედაქალაქია. სწორედ პენჯაბი წარმოადგენს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნავაზ შარიფის მთავარ პოლიტიკურ საყრდენს.

XS
SM
MD
LG