Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის თვითმფრინავის გამტაცებელმა მგზავრების უმეტესობა გაათავისუფლა


ეგვიპტეში თვითმფრინავის გამტაცებელმა, ეგვიპტის რადიოს ცნობით, თავშესაფარი ითხოვა კიპროსში. ეგვიპტის ავიაკომპანი იტყობინება, რომ თვითმფრინავის ბორტზე დარჩენილი არიან მხოლოდ უცხოელები და ეკიპაჟის წევრები, დანარჩენი მგზავრები გამტაცებელმა გაუშვა. თვითმფრინავი, რომელიც ალექსანდრიიდან კაიროში მიფრინავდა, 29 მარტს, დილით გაიტაცეს და აიძულეს, კიპროსში, ლარნაკაში დამჯდარიყო. ცნობით, გამტაცებელი მარტოა, მას, სავარაუდოდ, წელზე ჰქონდა სარტყელი ასაფეთქებელი მოწყობილობით. ეგვიპტის მედიის თანახმად, ის ეგვიპტელია. ადრე გავრცელდა ცნობა, რომ თვითმფრინავში 81 მგზავრი იყო.

XS
SM
MD
LG