Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერმა პარლამენტს წარუდგინა 14 ახალი მინისტრის კანდიდატურები


ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდარ ალ-აბადიმ დაასახელა მინისტრთა კაბინეტის 14 ახალი წევრი, რომლებსაც მთავრობაში გავრცელებულ კორუფციასთან ბრძოლა დაევალათ. აბადიმ ახალი მინისტრები გუშინ წარუდგინა პარლამენტს, სადაც, ექსპერტთა ვარაუდით, მათ შეიძლება წინააღმდეგობა შეხვდეთ იმ დეპუტატებისგან, ვისაც გავლენა და სიმდიდრე სწორედ კორუფციული გარიგებების მეშვეობით აქვთ მოპოვებული. კანდიდატთა წარდგენისას, ერაყის პრემიერმა ისიც თქვა, რომ მინისტრების რიცხვი 21-დან 16-მდე შემცირდება. ძველი კაბინეტის წევრებიდან თანამდებობებს შეინარჩუნებენ მხოლოდ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები. ერაყის გავლენიანი სასულიერო მოღვაწე, მუყტადა ალ-სადრი მიესალმა ალ-აბადის ამ „გაბედულ ნაბიჯს“ და პარლამენტს მოუწოდა, მალევე დაამტკიცოს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა.

XS
SM
MD
LG