Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ვლადიმირ მაიაკოვსკის ქალიშვილი, ელენა


89 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი საბჭოთა პოეტისა და დრამატურგის, ვლადიმირ მაიაკოვსკის ქალიშვილი, ელენა, რომელიც პატრისია ტომპსონად არის ცნობილი. მოსკოვის მაიაკოვსკის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, ალექსეი ლობოვის ინფორმაციით, ტომპსონი 1 აპრილს ნიუ-იორკში გარდაიცვალა. ის იყო ფილოსოფიის პროფესორი და მწერალი, 20-ზე მეტი წიგნის ავტორი. ტომპსონის დედამ, ამერიკელმა მთარგმნელმა ელიზაბეტ ზიბერტმა 1925 წელს გაიცნო ვლადიმირ მაიაკოვსკი, ამ უკანასკნელის ნიუ-იორკში ვიზიტისას. პოეტმა ერთადერთხელ ნახა ქალიშვილი - 1928 წელს საფრანგეთის ქალაქ ნიცაში. თავად მაიაკოვსკიმ, რომელიც 1893 წელს საქართველოში დაიბადა, თავი მოიკლა 1930 წელს, 36 წლის ასაკში.

XS
SM
MD
LG