Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთმა 200-ზე მეტი მიგრანტი დააბრუნა თურქეთში


საბერძნეთმა 200-ზე მეტი მიგრანტი გააგზავნა თურქეთში, ევროკავშირისა და თურქეთის გეგმის შესაბამისად, ევროპაში მასობრივი მიგრაციით გამოწვეული კრიზისის შერბილების მიზნით. სულ 11 ქვეყნის წარმომადგენელი 202 მიგრანტი, უმეტესწილად პაკისტანელები და ავღანელები გააგზავნეს საბერძნეთის კუნძულებიდან თურქეთში. მეორე მხრივ, 43 სირიელი მიგრანტი ჩაფრინდა თურქეთიდან გერმანიასა და ფინეთში. ევროკავშირისა და თურქეთის გეგმით, ანკარა თავის ტერიტორიაზე მიიღებს ყველა მიგრანტს, მათ შორის სირიელებს, ვინც არალეგალურად ჩავიდა საბერძნეთში. სამაგიეროდ ევროკავშირში თურქეთიდან ჩავა ათასობით სირიელი ლტოლვილი. ეს შეთანხმება ითვალისწინებს თურქეთის ფინანსურ დახმარებას, უვიზო რეჟიმს და წინსვლას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებისას. ევროკავშირის და თურქეთის ეს შეთანხმება უფლებადამცველების მწვავე კრიტიკას იწვევს.

XS
SM
MD
LG