Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ამნესტი ინტერნეიშნალი" შეშფოთებულია მსოფლიოში სიკვდილით დასჯის შემთხვევების მკვეთრად მატებით


უფლებადამცველი ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეიშნალი" აცხადებს, რომ 2015 წელს ბოლო ორ ათწლეულზე მეტი ხნის სარეკორდო მაჩვენებელზე იყო სიკვდილით დასჯის შემთხვევების რაოდენობა, რასაც ხელი შეუწყო სასჯელის უმაღლესი ზომის გახშირებულმა გამოყენებამ ირანში, პაკისტანში და საუდის არაბეთში. 6 აპრილს გამოქვეყნებულ ანგარიშში, „ამნესტი“ იუწყება, რომ 2015 წელს სიკვდილით დასაჯეს, სულ ცოტა, 1634 ადამიანი - წინა წელზე, დაახლოებით, 50%-ით მეტი. სიკვდილით დასჯის ამ, დადასტურებული შემთხვევების უმრავლესობა აღირიცხა ირანში, პაკისტანში და საუდის არაბეთში. ამ სამ ქვეყანაზე მოდის „ამნესტის“ მიერ აღრიცხული შემთხვევების 89%. "ამნესტი ინტერნეიშნალის" გენერალური მდივანი სალილ შეტი საგანგებო განცხადებაში „უაღრესად შემაშფოთებელს“ უწოდებს სიკვდილით დასჯის გახშირებას და მოითხოვს „ამ ხოცვა-ჟლეტისთვის ბოლოს მოღებას“.

XS
SM
MD
LG