Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისია გამოაქვეყნებს მიგრაციის წესების რეფორმას


ევროკომისია გამოაქვეყნებს გეგმას, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში თავშესაფრის მინიჭების სისტემის რეფორმას, მიგრაციით გამოწვეულ კრიზისთან დაკავშირებით. გეგმის პრეზენტაცია დღეისთვის არის დაგეგმილი. ევროკავშირის ამჟამინდელი საიმიგრაციო სისტემა მიჩნეულია მოძველებულად და უსამართლოდ ისეთ ქვეყნებთან მიმართებით, როგორიც არის საბერძნეთი, რომელსაც უჭირს, თავის გაართვას მიგრანტების დიდ ნაკადს. ამჟამინდელი წესით, ლტოლვილმა თავშესაფარს თხოვნით უნდა მიმართოს ევროკავშირის წევრს, რომელშიც ჩავიდა. მაგრამ ამ, ე.წ. დუბლინის წესმა ვერ გაამართლა სიტუაციაში, როცა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა შარშან აგვისტოში გამოაცხადა, რომ გერმანია ლტოლვილებს მიიღებს. ევროკავშირის საიმიგრაციო სისტემის ერთ-ერთ სავარაუდო ცვლილებად სახელდება ბლოკის საზღვარზე მდებარე ქვეყნებიდან მიგრანტების მთელ ბლოკზე განაწილება. განვლილი წლის განმავლობაში ევროკავშირში ჩასულია მილიონზე მეტი მიგრანტი. მათ უმრავლესობას შეადგენენ ომით მოცული ქვეყნებიდან, სირიიდან, ავღანეთიდან და ერაყიდან გაქცეული ლტოლვილები.

XS
SM
MD
LG