Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილმა არჩევნების ვადის 6 თვით ადრე დანიშვნა განმარტა


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი განმარტავს, რომ არჩევნების თარიღის 6 თვით ადრე დანიშვნის გადაწყვეტილება მან მიიღო ორი მიზეზის გამო: პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ შესაძლებლობა ბევრად უფრო ადრე იცოდნენ არჩევნების დღე და დაიზოგება საბიუჯეტო თანხები. ეს განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სოფელ ქანდაში, ცამეტი ასურელი მამის სახელობის ტაძარში გააკეთა, სადაც მეუღლესთან ერთად ხარების სადღესასწაულო წირვას დაესწრო. პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ექვსი თვით ადრე არჩევნების თარიღის გამოცხადება მძიმე ტვირთად დააწვება ბიუჯეტს და გააორმაგებს ადმინისტრაციულ ხარჯებს. პრეზიდენტის გადაწყვეტილების ოპონენტები მოუწოდებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რათა უარი თქვას შემოთავაზებულ თარიღზე და პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ე.წ. კონტრასიგნებული გადაწყვეტილება დაუპირისპიროს.

XS
SM
MD
LG