Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპანია „გაზპრომთან“ შეთანხმებულია კონტრაქტის საბოლოო ტექსტი


კომპანია „გაზპრომთან“ შეთანხმებულია კონტრაქტის საბოლოო ტექსტი, რომლის თანახმად, სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის საფასურად საქართველოს კვლავ დარჩება თავის ტერიტორიაზე გატარებული ბუნებრივი აირის 10% - ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროდან. მისივე ინფორმაციით, სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ, დოკუმენტი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას. ”გაზპრომი” საქართველოს სთავაზობდა კონტრაქტის პირობების შეცვლას და სომხეთში გაზის ტრანზიტისთვის ფულად ანაზღაურებას. საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტექნიკურ საკითხებზე "გაზპრომთან” გამართული მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეულია ისეთივე შეთანხმება, როგორიც დღემდე არსებობდა.

XS
SM
MD
LG