Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია ხუთი პირი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე


საქართველოში დააკავეს ხუთი პირი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების შედეგად გამოვლენილი არიან პირები, რომლებმაც უკანონოდ მოიპოვეს და შეინახეს მიმდინარე წლის 11 და 14 მარტს ინტერნეტსივრცეში გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელმა, კოკა კაციტაძემ, 8 აპრილს გამართულ ბრიფინგზე დაასახელა დაკავებულების ვინაობა და აღნიშნა, რომ ერთი პირის დაკავება ვერ მოხერხდა, ვინაიდან მიემალა გამოძიებას, ხოლო ერთ პირს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება. "გამოძიებით დადგენილია, რომ 2011-2012 წლებში, შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ვასილ ლელუაშვილის ორგანიზებითა და დავალებით, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები მაკომპრომატირებელი მასალის შეგროვების მიზნით ახდენდნენ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირების და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების წინასწარ შერჩევას, უკანონო თვალთვალს და მათი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვებას", - განაცხადა პროკურორმა კოკა კაციტაძემ საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე ხუთი პირის დაკავებასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG