Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი ირანს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს იემენსა და სირიაში ომებისათვის ბოლოს მოღებას


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ირანს მოუწოდებს, რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობის ნაცვლად, თავისი გავლენა გამოიყენოს, რათა ბოლო მოეღოს ომებს იემენსა და სირიაში. 7 აპრილს ბაჰრეინში ვიზიტისას, კერიმ დაგმო ირანის „მადესტაბილიზებელი“ ქმედება. მისი თქმით, აშშ-ის მეხუთე ფლოტმა, რომელსაც ბაზა ბაჰრეინში აქვს, გასულ კვირაში მიაკვლია იარაღს, რომელსაც, ამერიკელი სამხედროების თქმით, ირანი უგზავნიდა იემენში ამბოხებულ შიიტ ჰუთიტებს მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად. ამასთან, სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტისას, კერიმ გაამართლა ირანთან ბირთვულ პროგრამაზე დადებული შეთანხმება, რომელსაც უკავშირდება ირანის მიმართ ეკონომიკური სანქციების გაუქმება და, შესაბამისად, ირანის ეკონომიკის გაძლიერება. ამასთან, კერის თქმით, შეერთებული შტატები და მისი არაბი მოკავშირეები ერთად რჩებიან პოზიციაზე, რომელიც მიმართულია ირანის რაკეტების პროგრამის წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG