Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი არ აპირებს ანტისადოპინგო სააგენტოს ბრალდებების გამოძიებას


რუსეთის გენერალური პროკურატურა არ აპირებს ჩაატაროს გამოძიება მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოს დამოუკიდებელი კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით. ამ ანგარიშში რუსეთს ადანაშაულებენ სპორტში დოპინგის სისტემურ გამოყენებასა და ფაქტების მიჩქმალვაში. როგორც რუსეთის სპორტის მინისტრმა ვიტალი მუტკომ 8 აპრილს გამოაცხადა, გენერალურმა პროკურატურამ გულდასმით შეისწავლა ანტისადოპინგო სააგენტოს ანგარიში, მაგრამ ვერ ხედავს საფუძველს გამოძიების დასაწყებად. ანტისადოპინგო სააგენტოს მიერ ნოემბერში გავრცელებულ ანგარიშში ასახულია რუსი მძლეოსნების მიერ დოპინგის სისტემურად, სახელმწიფოს ხელშეწყობით გამოყენება, რის გამოც რუსეთის მძლეოსნობის ფედერაცია გაირიცხა მძლეოსნობის ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაციიდან. ამას გარდა, მსოფლიოს ანტისადოპინგო უწყებამ წევრობა შეუჩერა რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს და რუსეთში აკრედიტებულ ლაბორატორიას.

XS
SM
MD
LG