Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართაველოში 9 აპრილი, დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს


საქართველოში აღნიშნეს 9 აპრილის დღე და პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ თბილისში განხორცილებული ოპერაციის შედეგად დახოცილებს. 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე საბჭოთა არმიის შენაერთებმა სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი მიტინგი, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი – მათ შორის, 17 – ქალი. იმ ღამეს ასევე დაიჭრა და მხუთავი აირით მოიწამლა ასეულობით ადამიანი.1991 წლის 9 აპრილს საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 9 აპრილისადმი მიძღვნილ გამოფენაზე საქართველოს პარლამენტში განაცხადა, რომ ახლა ჩვენ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ მივდივართო. მარგველაშვილის თქმით, „დღეს ვზეიმობთ 9 აპრილს, როგორც ქართული სულის გამარჯვებას რუსულ ტოტალიტარულ საბჭოთა მანქანაზე და დღეს ვზეიმობთ 9 აპრილს, როგორც 25 წლისთავს საქართველოს დამოუკიდებლობისა“. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილის თანახმად, 9 აპრილს დაღვრილმა სისხლმა არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების ვექტორ შეცვალა, არამედ ქართველი ხალხის ცნობიერება და განმტკიცდა რწმენა იმისა, რომ შესაძლებელია ბევრად უფრო ძლიერს აღუდგესიმტკიცით და ვაჟკაცობით.პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, დღევანდელი დღე უდიდესი ტრაგედიის და უდიდესი დღესასწაულის დღეა:„დღევანდელი დღე უდიდესი ტრაგედიაა, რომელიც 27 წლის წინ დატრიალდა, თუმცა, ასევე უდიდესი დღესასწაულია, რადგან 25 წლის წინ ამავე ადგილზესაქართველო გათავისუფლდა. საქართველო თავისუფალია და საიმედო ხელშია. დღეს ჩვენ ვხედავთ უამრავ ადამიანს, ახალგაზრდას, რომელიცსაქართველოს სადარაჯოზეა საქართველოშიც, სხვაგანაც და საქართველო აღარასოდეს დაიჩოქებს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. „ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, 25 წელი გავიდა იმ დღიდან, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა და მრავალი 25 წელი გვეზეიმოს ერთად, გამარჯვებულ და წინ წასულ ქვეყანაში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

XS
SM
MD
LG