Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიარაღებულმა პირებმა სოფელ კირბალიდან მამაკაცი გაიტაცეს


ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ კირბალის განაპირას შეიარაღებულმა ფორმიანებმა 44 წლის ეროსი თაყაძე დააკავეს. დაკავებულის დედის თანახმად, ეროსი თაყაძე ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდა და პირუტყვს მწყემსავდა. დაკავებულის ოჯახის წევრების განცხადებით, ეროსი თაყაძე ადრეც იმყოფებოდა ცხინვალის მილიცის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იგივებრალდები, მაშინ 10-დღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს. დაკავებულის ოჯახშს გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი ესტუმრა. მან განაცხადა, რომ ყველა სახელმწიფო უწყება ჩაყენებულია საქმის კურსში მომხდართან დაკავშირებით, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზიც და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, რომ დაკავებულის გათავისუფლება უმოკლეს დროში მოხერხდეს.

XS
SM
MD
LG