Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერორისტულმა ჯგუფმა ბრიუსელში თავდასხმა საფრანგეთის ნაცვლად განახორციელა


ბრიუსელში დაფუძნებულ ტერორისტულ ჯგუფს დაგეგმილი ჰქონდა ახალი ტერორისტული თავდასხმა საფრანგეთში, მაგრამ აფეთქებები მოაწყო ბელგიის დედაქალაქში, რადგან საფრანგეთში სწრაფი გამოძიება მისთვის „მოულოდნელი“ იყო, იტყობინება ბელგიის პროკურატურა. რადგან მათთვის მოულოდნელი იყო გამოძიების სიჩქარე, მათ სასწრაფოდ შეცვალეს მიმართულება, ბრიუსელში მოეწყოთ თავდასხმა, აცხადებს 10 აპრილს ბელგიის ფედერალური პროკურატურა. გამომძიებლებმა კავშირს მიაგნეს ბელგიის თავდასხმების მომწყობ ჯგუფსა და პარიზის ნოემბრის თავდასხმების ორგანიზატორებს შორის. ცხრა აპრილს ბელგიის პროკურატურამ ბრალდება წაუყენა ოთხ პირს ბრიუსელის თავდასხმებთან დაკავშირებით, რომ ისინი მონაწილეობდნენ „ტერორისტულ მკვლელობაში“ და „ საქმიანობდნენ ტერორისტულ ჯგუფში“. ერთი მათგანი, პარიზის თავდასხმებში ეჭვმიტანილი, მოჰამედ აბრინი, ცნობილი გახდა, როგორც „ქუდიანი კაცი“, ასახული ბრიუსელის აეროპორტში გადაღებულ ვიდეოჩანაწერზე, აფეთქების წინ, გასულ თვეში. აბრინი იყო ბოლო პირი, რომელსაც ეძებდნენ პარიზის თავდასხმების გამო.

XS
SM
MD
LG