Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა კრიტიკა გამოთქვა აღმოსავლეთ უკრაინაში ეუთოს მეთვალყურეებზე თავდასხმის გამო


ევროკავშირმა კრიტიკა გამოთქვა აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის უპრეცედენტო დონის გამო, როცა საერთაშორისო მეთვალყურეებს ცეცხლი გაუხსნეს, ამით თაობაზე განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ, ათ აპრილს. ეუთოს მეთვალყურეებს ცხრა აპრილს ცეცხლი გაუხსნეს დონეცკიდან 50 კილომეტრში, იტყობინება ეუთო. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. ეუთოს მეთვალყურეებს ესროლეს შვიდ აპრილსაც, და იმავე დღეს, მათ ჯგუფს იარაღით დაემუქრნენ, თუ არ დატოვებდნენ გამშვებ პუნქტს, რომლის გავლაც მათ სურდათ. ეუთო აცხადებდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების არსებითი დარღვევის მოწმე გახდა. მოგერინიმ თქვა, რომ გადაუდებლადა საჭირო მდგრადი ზავი.

XS
SM
MD
LG