Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: რუსეთი საქართველოს რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორია


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვსა და თბილის შორის ვითარების ნორმალიზების წყალობით, საქართველოსათვის რუსეთი რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორია, ხოლო რუსეთში სულ უფრო იზრდება საქართველოდან იმპორტირებული პროდუქცია. „რუსეთი დღესდღეობით მეორე სავაჭრო პარტნიორია საქართველოსათვის. ხოლო თუ ავიღებთ ქართული პროდუქციის საერთაშორისო იმპორტიორებს, მაშინ ჩვენ რიგით მეხუთე ვართ. მე მგონი, ეს ძალიან კარგი პოზიციებია და ამის მიღწევა მოხდა, უკანასკნელ წელიწადნახევარ- ორ წელში, ურთიერთობათა ნორმალიზებისაკენ მოსკოვისა და თბილის მიერ გადადგმული შემხვედრი ნაბიჯების წყალობით“, - განაცხადა ლავროვმა 11 აპრილს მოსკოვში, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრ დიდიე ბურკჰალტერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

XS
SM
MD
LG