Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში გრძელდება ძალისხმევა ახალი მთავრობის შესაქმნელად


უკრაინაში გრძელდება ძალისხმევა ახალი მმართველი კოალიციის შესაქმნელად, რათა ბოლო მოეღოს პოლიტიკურ კრიზისს და განახლდეს უკრინისათვისუცხოეთიდან მილიარდობით დოლარის დახმარების მიწოდება. 10 აპრილს პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა გამოაცხადა თავისი გადადგომის შესახებ, რის შემდეგაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილება პარლამენტის თავმჯდომარე, ვლადიმირ გროისმანი. მაგრამ გროისმანი, რომელიც პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მოკავშირედ ითვლება, ცნობების თანახმად, აკრიტიკებს მინისტრობის ზოგ კანდიდატს. 12 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრეი პარუბიმ განაცხადა, რომ პარლამენტში პოროშენკოს ბლოკს შეუერთდა ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი. ეს ნიშნავს, რომ პოროშენკოს ბლოკსა და მოკავშირე „სახალხო ფრონტის პარტიას“ საკმარისი წევრები ჰყავთ საპარლამენტო უმრავლესობის შესაქმნელად.

XS
SM
MD
LG