Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში იმართება სირიის შესახებ მოლაპარაკების მორიგი რაუნდი


ჟენევაში იმართება სირიის სამოქალაქო ომის შესახებ მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, რომლის წარმატებასაც ეჭვქვეშ აყენებს სირიაში ძალადობის ამჟამინდელი მატება. ჩრდილოეთში მდებარე ალეპოს პროვინციაში ბრძოლების ინტენსივობამ იმატა 13 აპრილს მოლაპარაკების დაწყებამდე: მთავრობის მომხრე ძალები იერიშს ახორციელებენ ქალაქ ალ-ეისთან, რომელსაც ალ-ყაიდის მოკავშირე ჯგუფი, ალ-ნუსრას ფრონტი აკონტროლებს. ჟენევაში გაეროს მიერ ორგანიზებული მოლაპარაკების მიზანია სირიის გარდამავალი მთავრობის შექმნა, რათა ბოლო მოეღოს კონფლიქტს, რომელმაც უკვე 270 ათასზე მეტი ადამიანი შეიწირა და ადგილნაცვალ პირებად აქცია სირიის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი. მოსკოვისა და ვაშინგტონის შუამავლობით თებერვალში იქნა მიღწეული შეზღუდული ზავი, რომელმაც ჩასახა სირიაში ომისთვის ბოლოს მოღების იმედი. მაგრამ ოპტიმიზმა იკლო მას შემდეგ, რაც ბოლოხანს ისევ გააქტიურდა ბრძოლა. ამასობაში, სირიის ტერიტორიაზე, რომელსაც მთავრობა აკონტროლებს, გაიხსნა საარჩევნო უბნები ახალი პარლამენტის ასარჩევად. დამასკი აცხადებს, რომ არჩევნები კონსტიტუციურია და არ უკავშირდება ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებას.

XS
SM
MD
LG