Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი დაამტკიცა


ყირგიზეთის პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა სურონბაი ჯინბეკოვი. მან კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტარებს პირობა მისცა, რომ მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ისევე როგორც მეზობელ ქვეყნებთან საზღვრის დემარკაციასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს. ჯინბეკოვის წინამორბედი, ტემირ სარიევი, 11 აპრილს გადადგა მას შემდეგ, რაც რამდენიმე პარლამენტარმა მისი მთავრობა კორუფციაში დაადანაშაულა.

XS
SM
MD
LG