Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა გროისმანი დაამტკიცა პრემიერ-მინისტრის პოსტზე


უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, „ვერხოვნა რადამ“ ვლადიმირ გროისმანი უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცა. ამ პოსტზე მან შეცვალა არსენი იაცენიუკი, რომელმაც კვირის დასაწყისში საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა. ვლადიმერ გროისმანი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოსთან დაახლოებული პოლიტიკოსია, „ვერხოვნა რადას“ სპიკერი იყო. „მე თქვენი გიჩვენებთ, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში ქვეყნის მართვა“, - განაცხადა 14 აპრილს კენჭისყრის შემდეგ გროისმანმა. ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას მხარი 257-მა დეპუტატმა დაუჭირა, 31-ით მეტმა, ვიდრე საჭირო იყო. დეპუტატებმა ტაშით გააცილეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც 2014 წლის თებერვლიდან ედგა სათავეში მინისტრთა კაბინეტს. მან მადლობა გადაუხადა „მტრებს და ოპონენტებს“, რომლებმაც, იაცენიუკის თქმით, „იგი კიდევ უფრო გააძლიერეს.“

XS
SM
MD
LG