Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველ და რუს ათლეტებს დოპინგ მელდონიუმის მოხმარების ბრალდება მოუხსნეს


მსოფლიოს დოპინგის საწინააღმდეგო უწყების გადაწყვეტილებით, რუსეთის და საქართველოს 14 სპორტსმენს მოუხსნეს ბრალდება, რომ მათ მოიხმარეს აკრძალული საშუალება, მელდონიუმი. ამ ათლეტებს ადრე შემოწმების დროს სისხლში ამ ნივთიერების კვალი აღმოუჩინეს. 15 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველია უწყების წარმომადგენელთა მიერ დოპინგის ამ საშუალების თაობაზე დადგენილების შეცვლა, რომ მელდონიუმის მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობის აღმოჩენის გამო სპორტსმენებს შეჯიბრებებში მონაწილეობას არ აუკრძალავენ. „ასოშიეიტედ პრესს“ საქართველოს დოპინგის საწინააღმდეგო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ, თემურ უკლებამ განუცხადა, რომ „თუ მიკვლეულია ერთი მიკროგრამი მელდონიუმი, ეს ნიშნავს, რომ სპორტსმენი მას აკრძალვამდე მოიხმარდა“. ბრალდება მოეხსნა ექვს ქართველ სპორსტმენს, მათ შორის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანს, დავით მოძმანიშვილს.

XS
SM
MD
LG