Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა და კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ერთობლივი მოწოდება გაავრცელეს


რომის პაპმა ფრანცისკემ დაკონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ ერთობლივი მოწოდება გაავრცელეს საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე გამართული შეხვედრის შემდეგ. მათ მიერ ხელმოწერილი მიმართვა მოუწოდებს მსოფლიო საზოგადოებას, გამოჩინოს სოლიდარობა დევნილებისადმი. ქრისტიანთა სასულიერო ლიდერები მიიჩნევენ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე იმყოფება. საბერძნეთში მყოფმა რომის პაპმა კუნძულ ლესბოსზე დევნილთა ბანაკი მორია მოინახულა, შეხვდა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასს. რომის პაპმა მოუწოდა დევნილებს, რომ არ დაკარგონ იმედები.

XS
SM
MD
LG