Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ეარ ფრანსმა“ რვაწლიანი შესვენების შემდეგ ირანში ფრენები განაახლა


საფრანგეთის ავიაკომპანია „ეარ ფრანსმა“ რვაწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ განაახლა საჰაერო მიმოსვლა ირანთან. რეისების აღდგენა შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს წამყვანმა სახელმწიფოებმა ბირთვული პროგრამის გარშემო ირანთან მიაღწიეს საერთაშორისო შეთანხმებას, რაც იანვარში შევიდა ძალაში. თეირანში ჩასულ პირველ მგზავრებს შორის იყვნენ საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი და 15 წამყვანი ფრანგი ბიზნესმენი. „ეარ ფრანსი“ თეირანში კვირაში სამ რეისს შეასრულებს.

XS
SM
MD
LG