Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმერ პაპავამ „მავნებლური კოჰაბიტაციის“ შედეგი უწოდა თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული პროცესები ქვეყანაში დამკვიდრებული „მავნებლური კოჰაბიტაციის“ შედეგად შეაფასა უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ. ”ქვეყანაში განვითარებული პროცესები, როდესაც ვერ გაიგებდი ხელისუფლებაში ”ქართული ოცნება” იყო თუ ”ნაციონალური მოძრაობა,” უნივერსიტეტზეც ერთი ერთში აისახა” - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში. პაპავას თქმით, ყველაფერი მართული იყო იმ ძალებისგან, რომლებიც დღემდე მყუდროდ არიან მოკალათებულნი სამთავრობო სტრუქტურებში. ვლადიმერ პაპავას განცხადებითვე, ამ ეტაპზე მოერიდება მის ხელთ არსებული ინფორმაციის გასაჯაროებას, თუმცა, მოვა დრო, როცა ყველაფერზე ღიად ისაუბრებს.

XS
SM
MD
LG