Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობის ფასი დოჰის უშედეგო შეხვედრის შემდეგ კვლავ დაეცა


ნავთობის ფასმა კვლავ იკლო ბოლო ორ თვეში სარეკორდოდ მას მერე, რაც ყატარში შეკრებილებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას გეგმის გარშემო, რომელსაც ნავთობის ფასის გამყარება უნდა უზრუნველეყო. ნავთობის ფასი პირველი თებერვლის შემდეგ რეკორდულად დაეცა თითქმის შვიდი პროცენტით და ბარელის ფასმა,18 აპრილს, ნიუ-იორკში, 37,61 დოლარამდე იკლო. ნავთობის ფასის დაცემამ აზიის ბირჟებზე ნავთობის მწარმოებელ ფირმებს დარტყმა მიაყენა. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ალექსანდრ ნოვაკმა 17 აპრილს საღამოს განაცხადა, რომ კრემლი არ იყო ოპტიმისტურად განწყობილი ნავთობის წარმოების გაყინვის შეთანხმების მიღწევის მიმართ, რადგან შეხვედრისას მძაფრი კამათი იყო და ასევე, „ირანის პოზიციის“გამო. ირანი, რომელიც ოპეკის წევრია , შეხვედრას არ ესწრებოდა და აცხადებს, რომ სანამ არ მიაღწევს სანქციების დაწესებამდე პერიოდის დონეს, ნავთობის წარმოებას არ შეაჩერებს; საუდის არაბეთი აცხადებს, რომ წარმოების შეჩერება ყველა მწარმოებლისთვის სავალდებულო უნდა იყოს.

XS
SM
MD
LG