Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საფრანგეთს


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საფრანგეთის რესპუბლიკას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამდღიანი ვიზიტი 20 აპრილს დაიწყება. გიორგი მარგველაშვილი ელისეის სასახლეში შეხვდება საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საფრანგეთის სენატის თავმჯდომარესთან ჟერარ ლარშერთან და „იუნესკოს“ გენერალურ დირექტორთან ირინა ბოკოვასთან. პარიზში ოფიციალური ვიზიტისას გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში შეხვდება საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს და მათ შეკითხვებს უპასუხებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაათვალიერებენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენას, ეწვევიან ლევილის ქართულ მამულს და დაესწრებიან საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას.

XS
SM
MD
LG