Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები ლეილა და არიფ იუნუსები აზერბაიჯანიდან გაემგზავრნენ


ცნობილი აზერბაიჯანელი უფლებადამცველები ლეილა და არიფ იუნუსები ნიდარლანდში ჩავიდნენ მას შემდეგ, რაც მათ აზერბაიჯანიდან გამგზავრების უფლება მიეცათ. ნიდერლანდის მედიის ცნობით, იუნუსების ქალიშვილი, დინარა, მათ 19 აპრილს ამსტერდამის აეროპორტში დახვდა. გასულ თვეში ბაქოს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იუნუსებს არ ჰქონდათ ევროპაში გამგზავრების უფლება პირობითი სასჯელის გამო. ლეილა და არიფ იუნუსებს 8,5 და 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 2015 წლის აგვისტოში, ეკონომიკურ დანაშაულთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე. ისინი გასული წლის ბოლოს გამოუშვეს ციხიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და პატიმრობა პირობითი სასჯელით შეუცვალეს. იუნუსების გასამართლებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ მხარდამჭერები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები.

XS
SM
MD
LG