Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ კვირაში ბან კი-მუნი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს


ამ კვირაში საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა გაეროს გენერალური მდივანი ბან კი-მუნი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 23-24 აპრილს ბან კი-მუნი შეხვდება საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. სამინისტროს ცნობითვე, გაეროს გენერალური მდივანი თბილისში მოიწვია პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. 1994 წლის შემდეგ ეს იქნება საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის პირველი ოფიციალური ვიზიტი. თბილისის შემდეგ ბან კი-მუნი ერევანსა და ბაქოს ესტუმრება.

XS
SM
MD
LG