Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში 64-მდე გაიზარდა თალიბანის თავდასხმის შედეგად დაღუპულების რიცხვი


ქაბულში 64-მდე გაიზარდა 19 აპრილს თალიბების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე აფეთქების შემდეგ ვარაუდობდნენ. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის ინფორმაციით, თავდასხმისას, რომელიც მიმართული იყო ქაბულის ცენტრში მდებარე უშიშროების სამსახურის წინააღმდეგ, დაიჭრა 347 ადამიანი. დაღუპულების და დაჭრილების უმრავლესობა სამოქალაქო პირები არიან. იერიში დაიწყო დანაღმული ავტომანქანის აფეთქებით, რომელიც თვითმკვლელმა მოაწყო, რასაც მოჰყვა შეიარაღებული ექსტრემისტების თავდასხმა. მასზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.

XS
SM
MD
LG