Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს სიტყვით გამოვა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე. სტარსბურგში მყოფ ქართველ ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა, რომ მისი გამოსვლის მთავარი მესიჯები იქნება მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც საქართველომ განახორციელა ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპელი მეგობრებისთვის სათქმელი ბევრი აქვს და მზად არის მათ ყველა შეკითხვას უპასუხოს.

XS
SM
MD
LG