Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში სააპელაციო სასამართლომ გააუქმა 275 ადამიანისთვის გამოტანილი ვერდიქტები


თურქეთში სააპელაციო სასამართლომ გააუქმა მთავრობის დამხობის ბრალდებით 275 ადამიანისათვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. ანკარის სასამართლომ დაადგინა, რომ 275 პირის დამნაშავედ ცნობა გაუმართლებელი იყო, რადგან არ დამტკიცებულა „ერგენეკონად“ წოდებული საიდუმლო ქსელის არსებობა. სასამართლომ დაადგინა სხვა დარღვევებიც, მათ შორის უკანონო მოსმენის და ჩხრეკის შემთხვევები. 2013 წელს მაღალი რანგის სამხედრო პირები, ჟურნალისტები, იურისტები და მეცნიერები დამნაშავედ ცნეს შეთქმულებაში მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის მმართველობის დასამხობად. რამდენიმე პირს სამუდომო პატიმრობა მიუსაჯეს. ხუთწლიან სასამართლო პროცესში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ერდოანის მომხრეები ისლამიზმზე დაფუძნებული პარტიიდან და სეკულარიზმის დამცველი სამხედროების მხარდამჭერები. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შესაძლოა ახალი პროცესი მოჰყვეს.

XS
SM
MD
LG