Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში, რომელიც რუსეთში, თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში გაიმართა, საქართველოს ფალავნებმა მასპინძელი ქვეყნის ნაკრები დაამარცხეს - 3:2. ფინალში საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდნენ ვაჟა მარგველაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და ლევან მატიაშვილი. ფინალურ ორთაბრძოლამდე, საქართველოს ძიუდოისტებმა სძლიეს პოლონეთის, უნგრეთისა და საბერძნეთის გუნდებს. საქართველოს ნაკრებმა მერვედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული.

XS
SM
MD
LG