Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფება აშშ-ში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფება აშშ-ში. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, 4 დღიანი ვიზიტისას გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს, სენატის და წარმომადგენელთა პალატის წევრებს, წამყვანი ბიზნესწრეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტსა და ილინოისის უნივერსიტეტში. დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა ბოსტონში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანმხლებ დელეგაციაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.

XS
SM
MD
LG