Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში პროსტიტუციაში ეჭვმიტანილი ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოქალაქე დააკავეს


თურქეთის ხელისუფლების თანახმად, მათ დააკავეს პროსტიტუციაში ეჭვმიტანილი 13 ქალი, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მოქალაქეები. ცნობით, მათ შორის 11 ყირგიზეთიდან იყო, ერთი საქართველოდან და ერთი უზბეკეთიდან. ერთ-ერთმა დაკავებულმა ქალმა, რომლის ვინაობას არ ამხელენ, განაცხადა, რომ მას პასპორტი ჩამოართვეს დამნაშავეებმა, რომლებმაც აიძულეს, ჩართულიყო პროსტიტუციაში. 13 ქალის დაკავებამ მოხდა ბოდრუმში. იქვე დააპატიმრეს კაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ბანდის ორგანიზებაში. დაკავებულები საიმიგრაციო სამსახურს გადასცეს და მათი დეპორტაცია მოხდება.

XS
SM
MD
LG