Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ხუთ შტატში შიდაპარტიული არჩევნები იმართება


26 აპრილს შეერთებული შტატების ხუთ შტატში იმართება შიდაპარტიული არჩევნები, რომელთა შედეგებიც შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს პრეზიდენტობის დემოკრატი და რესპუბლიკელი კანდიდატების გამოსავლენად. ჰილარი კლინტონის წარმატების შემთხვევაში, ის მიუახლოვდება დემოკრატ კანდიდატად ნომინაციის შანსს სენატორ ბერნი სანდერსთან დაპირისპირებაში. ხოლო დონალდ ტრამპი, რომელიც პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატად დასახელებისათვის იბრძვის, გამოთქვამს რწმენას, რომ 26 აპრილის შიდაპარტიული არჩევნების შედეგად კიდევ უფრო გაზრდის უპირატესობას, რომლითაც უსწრებს ორ მეტოქეს, სენატორ ტედ კრუსს და გუბერნატორ ჯონ კასიჩს. კრუსმა და კასიჩმა 24 აპრილს გამოაცხადეს, რომ შეთანხმდნენ, ცალ-ცალკე დაუპირისპირდნენ დონალდ ტრამპს მნიშვნელოვან შტატებში არჩევნების დროს. ამ შეთანხმებული მოქმედების მიზანია, დონალდ ტრამპს არ მიეცეს საშუალება, მოიპოვოს საკმარისი მხარდაჭერა, რათა წელს ივლისში, რესპუბლიკელების ყრილობაზე დასახელდეს პრეზიდენტობის კანდიდატად.

XS
SM
MD
LG