Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში გაიტაცეს ოპოზიციურ პარტია "პარნასის" ერთ-ერთი ლიდერი


რუსეთის ოპოზიციურ პარტია „პარნასის“ თავმჯდომარე მიხაილ კასიანოვი აცხადებს, რომ მოსკოვში უცნობმა პირებმა გაიტაცეს „პარნასის“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერი, მიხაილ კონევი. კასიანოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ კონევს მანქანაში ჩაჯდომა აიძულეს, როცა ის ტოვებდა სამხედრო კომისარიატის შენობას. კასიანოვმა გაავრცელა გამტაცებლების ავტომანქანის სურათიც. ის აცხადებს, რომ „პარნასი“ მოითხოვს კონევის გაუჩინარების სასწრაფოდ გამოძიებას და მოუწოდებს ხელისუფლებას, მიმართოს ზომებს ახალგაზრდა კაცის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად. „პარნასის“ ყოფილი თავმჯდომარე, რუსეთის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ბორის ნემცოვი მოსკოვში მოკლეს 2015 წლის 27 თებერვალს.

XS
SM
MD
LG