Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დააკავეს კიდევ ხუთი ადამიანი ურანის გაყიდვის მცდელობისას


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქობულეთში დააკავა ხუთი ადამიანი რადიოაქტიური ნივთიერების, ურანის, გაყიდვის მცდელობისას. ამის შესახებ 28 აპრილს გამოაცხადეს უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე. დაკავებულები ურანის გაყიდვას 3 მილიონ ამერიკულ დოლარად აპირებდნენ. ეს ცნობა გავრცელდა 10 დღეში მას შემდეგ, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ დაკავებული არიან საქართველოს სამი და სომხეთის ორი მოქალაქე რადიოაქტიური ნივთიერების, ურან-238-ის, უკანონო გასაღების ფაქტზე. მანამდე კი, იანვარში, ასევე საქართველოს უსაფრთხოების სამსახური იუწყებოდა რადიოაქტიური ცეზიუმის გაყიდვის მცდელობისას სამი მამაკაცის დაკავებაზე. სამართალდამცველები და ექსპერტები შიშობენ, რომ რადიოაქტიური მასალა შესაძლოა, მოხმარდეს ე.წ. „ბინძური ბომბის დამზადებას“. იგულისხმება კონვენციური ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც დიდ ტერიტორიაზე გაავრცელებდა რადიოაქტიურ ნივთიერებას.

XS
SM
MD
LG