Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ქალაქ ალეპოში 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ავიაიერიშების შედეგად


საფრანგეთში დაფუძნებული ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ექიმები უსაზღვრებოდ“ აცხადებს, რომ, სულ ცოტა, 14 პაციენტი და მედიკოსი არიან იმ ხალხს შორის, ვინც დაიღუპა სირიის ქალაქ ალეპოში წუხელ საავადმყოფოზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად. ალ-ყუდოსის საავადმყოფო მდებარეობს ალეპოს რაიონში, რომელსაც სირიელი მეამბოხეები აკონტროლებდნენ. იქ ორგანიზაციის „ექიმები უსაზღვრებოდ“ წევრებიც მუშაობენ. ამასობაში, ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიამ“ განაცხადა, რომ კიდევ ერთმა, 28 აპრილის ავიაიერიშმა 20-ზე მეტი ადამიანი შეიწირა ალეპოს რაიონში, რომელიც მეამბოხეების ხელშია. შედეგად 60-ს გადააჭარბა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ალეპოში ავიაიერიშების შედეგად დაღუპულების რიცხვმა. „ობსერვატორია“ იუწყება აგრეთვე, რომ, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა წუხელ საავადმყოფოზე ავიაიერიშის შედეგად. ბოლო მონაცემებით, 150-ს გადააჭარბა ალეპოში 22 აპრილის შემდეგ დაღუპული სამოქალაქო პირების რიცხვმა. ამ ქალაქში ერთმანეთს უპირისპირდებიან მეამბოხეები და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარები, რომლებსაც რუსეთი ეხმარება.

XS
SM
MD
LG