Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებები ყველაზე მწვავეა 2014 წლის შემდეგ


აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, რომელიც 2014 წლის აპრილში დაიწყო, დაიღუპა 9 ათას 333 ადამიანი და 21 ათას 396 დაიჭრა. ეს რიცხვები პოლიტიკურ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწმემ, ტაიე-ბრუკ ზერიჰუნმა დაასახელა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც უკრაინის საკითხს მიეძღვნა. ზერიჰუნის თქმით, უკანასნკელი კვირების განმავლობაში კონფლიქტის ესკალაციამ თავის ძველ პიკს მიაღწია, რომელიც 2014 წლის აპრილიდან აგვისტომდე პერიოდზე მოდიოდა. მან ორივე მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავონ სამხედრო მოქმედებებისგან. ზერიჰუნმა ასევე ბრალი დასდო კონფლიქტში მონაწილე მხარეებს, რომ ისინი დაბრკოლებებს უქმნიან საერთაშორისო სამეთვალყურეო ჯგუფის მუშაობას, რომელიც მინსკის შეთახმებების შესაბამისად შეიქმნა. როგორც გაეროს წარმომადგენელმა თქვა, ეს უფრო ხშირად ხდება სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე. გასული წლის დეკემბრის შემდეგ ეს გაეროს უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა იყო უკრაინის საკითხებზე.

XS
SM
MD
LG